საქართველოს ერთ-ერთ ბოლო ახალ მიღწევას წარმოადგენს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს ერთ-ერთ ბოლო ახალ მიღწევას წარმოადგენს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ერთ-ერთ ბოლო ახალ მიღწევას, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში, წარმოადგენს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიწონა ევროკავშირმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ვიმედოვნებთ, ეს ფაქტი დაგვეხმარება ურთიერთობების გამარტივებაში და გააფართოებს შესაძლებლობებს ბიზნესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ანალოგიური შესაძლებლობა გაეხსნება ჩვენი მეგობარი ქვეყნის - უკრაინის მოსახლეობას. დარწმუნებული ვართ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში სუამ-ის თანამშრომლობის გაღრმავება პოზიტიურად აისახება ჩვენი ეკონომიკების შემდგომ რეფორმირებაზე და მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც ჩვენი მეწარმეების, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. ამ კონტექსტში მივესალმებით ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერას, რომლებიც გამიზნულია სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების სრულყოფისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. დასასრულს, მსურს, ყველა თქვენგანი მოვიწვიო საქართველოში, რათა პირადად გაეცნოთ ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.