ვიქტორ დოლიძე: ვიზალიბერალიზაცია არის გზავნილი, რომ დიახ, ევროპა ღიაა ჩვენი მოქალაქეებისთვის

ვიქტორ დოლიძე: ვიზალიბერალიზაცია არის გზავნილი, რომ დიახ, ევროპა ღიაა ჩვენი მოქალაქეებისთვის

ვიზალიბერალიზაცია არის გზავნილი, რომ დიახ, ევროპა ღიაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტრო ოლიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

„ეს არის აბსოლუტურად ხაზგასმული პოლიტიკური გზავნილი საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან. ეს არის გზავნილი, რომ დიახ, ევროპა არის ღია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მეტი კონტაქტის, მეტი ბიზნესის, მეტი კულტურული, ჰუმანიტარული, განათლების თუ სხვა თემებთან დაკავშირებით ჩვენ ჩართულობა უფრო მეტი გვექნება. ვფიქრობ, პოლიტიკური დატვირთვა იმდენად დიდი აქვს და იმდენად დიდი ნაბიჯია, როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, რომ ამაზე არავინ კამათობს“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ მაქსიმალური კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს თავის თანამოქალაქეებს, თუ რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით ევროკავშირსა და შენგენის ზონაში, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფლონ, რა საბუთები უნდა იქონიონ და ა.შ.

„პარალელურად, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვთხოვო, რომ დეტალურად შეისწავლონ, რა უნდა გააკეთონ და რა - არა, რატომ არ უნდა დაარღვიონ 180 დღის განმავლობაში 90 დღიანი ვადა, რატომ არ უნდა მოხდეს გაზრდა ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვენ“, - განაცხადა დოლილძემ.

მისივე თქმით, დღითიდღე იზრდება რაოდენობა ევროკავშირის იმ ქვეყნებისა, რომლებიც საქართველოს აღიარებენ უსაფრთხო ქვეყნად.

„დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხო ქვეყნების რიგში საქართველოს ჩადგომას კიდევ ბევრი ქვეყანა დაუჭერს მხარს. ჯერჯერობით 5 ქვეყანაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება და ეს რისკი მინიმიზირებული იქნება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.