ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ახალი ფორმის პასპორტების აღებას დღეიდან შეძლებს

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ახალი ფორმის პასპორტების აღებას დღეიდან შეძლებს

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ახალი ფორმის პასპორტების აღებას დღეიდან შეძლებს. 23 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა, რომ ახალი ფორმის პასპორტების აღება საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.

ოკუპირებული აფხაზეთის „მოსახლეობის პასპორტიზაცია“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წინ შეჩერდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა აღნიშნა, „პასპორტიზაციის“ შეჩერება გამოწვეული იყო იმით, რომ კანდიდატებს რეგისტრაციის მისამართთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გასჩენოდათ.

ასლან კობახიას განცხადებით, „ახალი ფორმის პასპორტი 12 000 ადამიანმა მიიღო“.