ადვოკატებს მოუწევთ, ახალი გარემოებებით დაასაბუთონ, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუმცა მე ასეთი გარემოებების შესახებ არ მსმენია

ადვოკატებს მოუწევთ, ახალი გარემოებებით დაასაბუთონ, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუმცა მე ასეთი გარემოებების შესახებ არ მსმენია

ადვოკატებს მოუწევთ, ახალი გარემოებებით დაასაბუთონ, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, იურისტის განმარტებით, როგორც წესი, აღკვეთის ღონისძიება პირს არ ეცვლება. ქარჩავას თქმით, პირადად მას ასეთი ახალი გარემოებების შესახებ არ სმენია.

„თუ ახალი გარემოება პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლასთან დაკავშირებით არ არსებობს, როგორც წესი, აღკვეთის ღონისძიება პირს არ ეცვლება ანუ, უნდა არსებობდეს ახალი გარემოებები, რითაც მხარე დაასაბუთებს, რომ მისი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიებით არის აუცილებელი. კანონში შესული ცვლილების შედეგად, ყოველ ორ თვეში ერთხელ სასამართლო ვალდებულია, თუნდაც თავისი ინიციატივით, განიხილოს პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი. თუ ადვოკატებს ახალი გარემოებები აქვთ, რაც ამსუბუქებს მის მდგომარეობას ან ახალი მტკიცებულებები არსებობს, რა თქმა უნდა, ამის შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. მე პირადად ახალი გარემოებების შესახებ არ მომისმენია“, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.

რაც შეეხება იმას, დაკავებული დეკანოზისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლა ხომ არ არის თავად პატრიარქის სურვილიც, ქარჩავას თქმით, ამის შესახებ არ სმენია.

„როგორც ვიცი, აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოში საუბარი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია“, - დასძინა ქარჩავამ.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ 5 სასულიერო პირია დაკითხული: დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, ეპისკოპოსი იაკობი, მიტროპოლიტი თეოდორე და მიტროპოლიტი პეტრე.

„ყველა დაკითხულ პირს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი“, - აღნიშნა საპატრიარქოს იურისტმა.