პარლამენტის თავმჯდომარე იაპონიაში მომხდარი კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე იაპონიაში მომხდარი კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ირაკლი კობახიძე იაპონიაში მომხდარი კატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იაპონიაში, ნასუ ონსენის სათხილამურო კურორტზე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც მისი მსხვერპლი ბავშვები არიან. თანავუგრძნობ ჩვენ იაპონელ მეგობრებს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.