მოსკოვის ცენტრში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვის ცენტრში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში, სადაც დღეს, ქვეყანაში არსებული კორუფციის საწინააღმდეგოდ ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგი გაიმართა, ტრიუმფალურ მოედანზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ნავალი მაშინვე დააკავეს, როგორც კი მოედანზე მივიდა.

რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული მიტინგის მონაწილეების დაკავებებიც დაიწყო. მათ ქუჩის სავალი ნაწილის დატოვება მოსთხოვეს. თუმცა, მოთხოვნის დაუმორჩიელბლობის შედეგად, „ომონის“ წარმომადგენლებმა მათი დაკავებები დაიწყეს.