ისტორიული დღეებია, რადგან ვიზალიბერალიზაცია არის ღია კარი ევროპაში

ისტორიული დღეებია, რადგან ვიზალიბერალიზაცია არის ღია კარი ევროპაში

ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი - ნამდვილად ასე ჰქვია ამ დღეებს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ისტორიული დღეებია, იქიდან გამომდინარე, რომ „ვიზალიბერალიზაცია არის ღია კარი ევროპაში“. „ვფიქრობ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები, ახალი სივრცითი მოწყობა, ახალი საკონსტიტუციო მოწყობა იძლევა მყარ გარანტიებს ამ დღეებთან ერთად, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ვიზალიბერალიზაციას, რომ ჩვენი შვილები თვისობრივად ახალ საქართველოში იცხოვრებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს. გამზირის საფეხმავლო მონაკვეთი დეკორაციებით, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და სიმბოლიკებითაა გაფორმებული.