„ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი კარი იასინი ლიკვიდირებულია

„ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი კარი იასინი ლიკვიდირებულია

ავღანეთში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი კარი იასინი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ იასინი ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის მოსპობაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზეც. 
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ალ-ქაიდას ლიდერის ლიკვიდირება 19 მარტს განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს მოხდა. 
„კარი იასინის სიკვდილი ცხადყოფს, რომ ტერორისტები, რომლებიც ისლამს შეუარცხყოფენ და გამიზნულად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას, მართლმსაჯულებას ვერ ასცდებიან“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.