გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ტრამპის ანკესზე წამოგება არ ღირს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ტრამპის ანკესზე წამოგება არ ღირს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ნატო-სთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები გააკრიტიკა. 

„ჯერ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნატო მოძველდა. ეს ასე არ არის, შემდეგ ის გვადანაშაულებს, რომ გერმანიას ნატო-ს ვალი აქვს, მაშინ როდესაც ნატო-ში არ არსებობს დავალიანების ანგარიშები. და, ბოლოს, ის ამტკიცებს, რომ ვიდრე პრეზიდენტია აქტიურად უნდა მოხდეს სახსრების ინვესტირება ნატო-ში. ყველაფერი ეს ქიმერაა“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა Spiegel-თან ინტერვიუში.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპის ანკესზე წამოგება არ ღირს“. 

გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლიაიენმა აღშფოთება გამოხატა იმ ფაქტით, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლით ხარჯები „დიპლომატიურ საჭიროებებზე და განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე“ შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც მისი აზრით, არ შეესაბამება უსაფრთხოების თანამედროვე კონცეფციას.