წილების გადაცემის პროცესში ყველა ვერ იქნება ჩართული, უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი 2 ჩემია“

წილების გადაცემის პროცესში ყველა ვერ იქნება ჩართული, უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი 2 ჩემია“

„რუსთავი 2“-ში კოლექტივის შეხვედრა დასრულდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომპანიის მფლობელების მიერ შეთავაზებული წინადადება განიხილეს. 

„თანამშრომლების მოსაზრებით და გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი 2 ჩემია“. დღესვე კოლექტივმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩია წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი“, - ნათქვამია „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ”საქართველოს” წილის 51% კოლექტივს გადასცენ.