გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ კიოლნის აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალიდან 500 ადამიანის ევაკუირება მოახდინა. ადამიანების ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც საეჭვო საგანი აღმოაჩინეს, - იუწყება ”ტელეარხი N24”.
პოლიციის წარმომადგენელმა იორგ ბიტნერმა დაადასტურა, რომ სკანირებისას ერთ-ერთ ჩანთაში საეჭვო საგანი აღმოაჩინეს, თუმცა დაუდგენელი მიზეზის გამო ჩანთის მფლობელი არ დააკავეს.
პოლიციამ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერმინალის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო. ტერმინალში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მუშაობს.