ჩეჩნეთში, გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - იუწყება SITE Intellegence Group.
SITE Intellegence Group ინტერნეტში ისლამისტი ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერების მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმა ე.წ. „კავკასიის ვილაიეთის“ „ბოევიკებმა“ განახორციელეს.
ჩეჩნეთში მდებარე სამხედრო ნაწილზე თავდასხმა გუშინ მოხდა. რუსეთის ანტიტერორისტული ეროვნული კომიტეტის მონაცემებით, თავდასხმაში ექვსი „ბოევიკი“ მონაწილეობდა. “ბოევიკები” ლიკვიდირებულნი იყვნენ. თავდასხმის შედეგად ასევე ექვსი სამხედრო დაიღუპა.