საფრანგეთის ქალაქ ლილში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ ლილში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ ლილში გუშინ მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის La Voix du Nord-ის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

სროლა მეტროსადგურთან ქალაქის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

ერთ-ერთი დაშავებული 14 წლის ბიჭია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, სროლა ადგილობრივ კრიმინალებს შორის ანგარიშსწორებას უკავშირდება.