„გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო მე-16 ადგილზეა

„გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო მე-16 ადგილზეა

2016 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. 
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, შიმშილის საერთო ქულა საქართველოში 8.2-ია, რაც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საგანგაშო“, 35.0-46.1 ქულების ფარგლებში. 
ინდექსის ოთხი კომპონენტიდან ქვეყანას ყველაზე ცუდი ქულა (10.9 - „ზომიერად“) 5 წლამდე ბავშვებში “სიმაღლეში ჩამორჩენის“ გამო მიენიჭა, რაც არასრულფასოვან კვებასთან პირდაპირ კავშირშია. მეორე მხრივ, ინდექსის თანახმად, 5 წლამდე ბავშვებში სიმაღლესთან შედარებით დაბალ წონას (რომელიც არასრულფასოვანი კვების შედეგია) და სიკვდილიანობას ძალიან დაბალი ქულები - 2.4 და 1.2. აქვს. 
ინდექსში ასახული მონაცემები ეყრდნობა იმ ადამიანების მაჩვენებელს, რომელთაც მოხმარებულ საკვებში კალორიების დეფიციტი აქვთ, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს, რომელთა წონაც არ შეესაბამება ნორმას და 5-წლამდე ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელს.