„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ათენის ქუჩებში აქცია გამართეს
31 მაისი, 2012
For.Ge
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს თბილისში გამართულ აქციას საბერძნეთში მცხოვრები ქართველებიც გამოეხმაურნენ და ათენის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
საბერძნეთში მცხოვრები მხარდამჭერები თბილისში მიმდინარე აქციას კინოთეატრის დიდ ეკრანზე, „მეცხრე არხის“ პირდაპირი ეთერის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს. შეხვედრას ანსამბლი „ქართული ხმები“ დაესწრო.