პოლიციამ ლონდონელი ტერორისტის ნამდვილი ფოტო და ვინაობა გაასაჯაროვა

პოლიციამ ლონდონელი ტერორისტის ნამდვილი ფოტო და ვინაობა გაასაჯაროვა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ჰალიდ მასუდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც 22 მარტის ტერორისტული აქტი უკავშირდება. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, მასუდსა და მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე ინფორმაცია მიაწოდონ.

ხელისუფლების ინფორმაციით, ლონდონში, პარლამენტთან მომხდარი თავდასხმის საქმეზე კიდევ ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. მთლიანობაში კი, დაკავებულთა რაოდენობა უკვე ათს შეადგენს.

პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზუსტდება, რა სახის კავშირი ჰქონდა მასუდს ტერორისტებთან. სკოტლანდიარდის კონტრტერორისტული სამსახურის წარმომადგენელმა მარკ როუსლიმ ასევე 52 წლის თავდამსხმელის დაბადების სახელი და გვარიც გაასაჯაროვა. როგორც გაირკვა, ხალიდ მასუდი სინამდვილეში ადრიან რასელ აჯაო იყო.