პროკურატურა დაინტერესდა, რატომ შეიძლებოდა მამა გიორგი მამალაძეს მისი პოზიციის დაკავების სურვილი გასჩენოდა

პროკურატურა დაინტერესდა, რატომ შეიძლებოდა მამა გიორგი მამალაძეს მისი პოზიციის დაკავების სურვილი გასჩენოდა

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება დაინტერესდა, რატომ შეიძლებოდა მამა გიორგი მამალაძეს მისი პოზიციის დაკავების სურვილი გასჩენოდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, საგამოძიებო უწყების შეკითხვები საპატრიარქოში მის სამსახურებრივ მოვალეობებს უკავშირდებოდა.

”ვიმყოფებოდი პროკურატურაში. ალბათ ნახეთ ფარული ჩანაწერები, სადაც მამალაძე მე მახსენებს და გამოთქვამს სურვილს, რომ კარგი იქნებოდა, თუ საპატრიარქოში ჩემს პოზიციას დაიკავებდა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებებს ჩემთან შეკითხვები გაუჩნდათ, რა სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულდები, რა იყო ჩემი უშუალო დავალებები და რატომ შეიძლებოდა ალბათ მამალაძეს გაჩენოდა სურვილი, რომ მას ჩემი პოზიცია უნდა დაეკავებინა? ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე ავუხსენი რა საქმიანობით ვარ დაკავებული საპატრიარქოში და ა.შ.”, - განმარტა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის მამა მიქაელ ბოტკოველი დაიკითხნენ.