„სამხრეთ ოსეთი“ მზად არის საქართველოსთან მოლაპარაკებისთვის, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი თავდაუსხმელობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოაწერს

„სამხრეთ ოსეთი“ მზად არის საქართველოსთან მოლაპარაკებისთვის, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი თავდაუსხმელობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოაწერს

„სამხრეთ ოსეთი“ მზად არის საქართველოსთან მოლაპარაკებისთვის, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციალური თბილისი თავდაუსხმელობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოაწერს და „სამხრეთ ოსეთს“ სახელმწიფოდ აღიარებს, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ მეზობლებს შორის მეგობრული ურთიერთობები უნდა იყოს“, - ბიბილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, დღეს და ხვალაც მზად ვიქნებით მოლაპარაკებები ვაწარმოოთ საქართველოსთან, მაგრამ პირველ რიგში, საჭიროა საქართველოს სურვილი ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის შესახებ მემორანდუმს, ასევე „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკა სახელმწიფოდ აღიაროს“, - აღნიშნა მან.