საქართველოს უმეტეს რაიონებში, 26 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 26 მარტის ჩათვლით, საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით +2 +7; ზოგან შესაძლებელია -2 გრადუსი იყოს. რაც შეეხება დღის ტემპერატურას, აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთ საქართველოში +15-დან +20 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოში კი, +13-დან +18 გრადუსამდე. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც. თუმცა, მაღალმთიან რაიონებში ღამით -5 -10 გრადუსია მოსალოდნელი. მთიან რაიონში დღისით +12-დან +17 გრადუსამდე მოიმატებს; ხოლო მაღალმთიან რაიონებში +5-დან +10 გრადუსამდე იქნება.
27 მარტიდან თვის ბოლომდე კი, საქართველოში კვლავ ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, რომლის დროსაც მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა იყოს თოვა.