„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის გოგა ონიანის განცხადებით, მერიამ 100 ათასობით ლარი არამიზნობრივად დახარჯა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
„ავლაბრის მეტროსთან ვერტიკალური სკვერის გახმობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ 133 ათასის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მის აღდგენას გულისხმობს. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ გასულ წელს მერიამ 100 ათასობით ლარი გადაიხადა მის მოვლაში. იმის ნაცვლად, რომ სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის დაესკისრებინა მისი აღდგენა“, - განაცხადა გოგა ონიანმა.