დაკითხულ სასულიერო პირებს არ დაუსახელებიათ არც ერთი ფაქტი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობაზე მიუთითებს

დაკითხულ სასულიერო პირებს არ დაუსახელებიათ არც ერთი ფაქტი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობაზე მიუთითებს

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე და მამა მიქაელ ბოტკოველი მიცემულ ჩვენებებში არც ერთ ფაქტს არ ასახელებენ, რომლებიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაზე მიუთითებს. როგორც ფანცულაიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ჩვენებებს იცნობს, თუმცა გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

”ეს პირები არანაირ ფაქტს არ აჟღერებენ ისეთს, რომელიც მიუთითებს მამა გიორგი მამალაძის დანაშაულზე. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, თუმცა მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში მამა გიორგი მამალაძის არანაირი დანაშაული არ იკვეთება”, - განაცხადა ადვოკატმა. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მამა მიქაელ ბოტკოველი არიან დაკითხულები. ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.