მამა გიორგი მამალაძეს მოვუწოდებ, შენდობა სთხოვოს ხალხს, ვის მიმართაც ცუდი განზრახვა ჰქონდა, მათ შორის შორენა თეთრუაშვილს

მამა გიორგი მამალაძეს მოვუწოდებ, შენდობა სთხოვოს ხალხს, ვის მიმართაც ცუდი განზრახვა ჰქონდა, მათ შორის შორენა თეთრუაშვილს

მამა გიორგი მამალაძეს მოვუწოდებ, შენდობა სთხოვოს იმ ხალხს, ვის მიმართ ცუდი განზრახვა ჰქონდა და ცილს სწამებს, ერთ-ერთი ამ პიროვნებებს შორის არის სწორედ შორენა თეთრუაშვილი, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები გარკვეულ პირებს ხვდებიან, მათგან იღებენ ინსტრუქციებს და შეცდომაში შეჰყავთ მამა გიორგი მამალაძე, თუმცა ადვოკატს ეს პირები არ დაუკონკრეტებია. 

”მე მამა გიორგი მამალაძეს მოვუწოდებ, რომ შენდობა სთხოვოს იმ ხალხს, იმ პიროვნებებს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, იმ პერსონალიებს სთხოვოს, ვის მიმართ ცუდი განზარახვა ჰქონდა და ცილს სწამებს, თუნდაც იმ დაუსაბუთებელი ბრალდებით. ერთ-ერთი ამ პიროვნებებს შორის არის სწორედ შორენა თეთრუაშვილი, რომლის მიმართაც ის ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს. 

ადამიანი, რომელივ სხვას ცილს სწამებს და ამით უნდა თავი გაიმართლოს, ის სასულიერო პირი არ არის. ეკლესია იმით განსხვავდება საზოგადოებისგან, რომ გულწრფელი შენდობის შემთხვევაში ეკლესია ისევ მიიღებს მას უკან, მაგრამ ცილისწამებით ის ვერ გამართლდება”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.