ძალადობრივ აქციას ქვეყნის მთავრობამ მშვიდობიანი, სწორი, ადამიანური მეთოდებით უპასუხა

ძალადობრივ აქციას ქვეყნის მთავრობამ მშვიდობიანი, სწორი, ადამიანური მეთოდებით უპასუხა

11-12 მარტს ბათუმში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოხდარი ფაქტი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტრუქციულ ნაბიჯად შეაფასა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, ხელისუფლებამ აქციას ადამიანური მეთოდებით უპასუხა. მისივე თქმით, თუ ზოგიერთი პოლიტიკური პირი ამგვარი მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლას ან დაბრუნებას შეეცდება, არ გამოუვა.

„მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით შეფასება ყველას აქვს ერთმნიშვნელოვანი, ეს იყო აბსოლუტურად დესტრუქციული ნაბიჯი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ძალიან ცუდია. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენა, მაგრამ რისთვის გამოიყენა, კაცმა არ იცის. რაც ყველაზე მთავარია, ძალადობრივ აქციას ქვეყნის მთავრობამ მშვიდობიანი, სწორი ადამიანური მეთოდებით უპასუხა, განსხვავებით იმისგან, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში, მშვიდობიან აქციებს ხელისუფლება პასუხობდა ძალადობრივი გზებით. ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელია ჩვენი მომავალი დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.