ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სახელისუფლებო კრიზისისას კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს

ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სახელისუფლებო კრიზისისას კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ მხარს უჭერს პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაა და მთავრობა ”მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელია”, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა.

,,ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაა და ქვეყნის მთავრობა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელია, სადაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის საქმიანობის კონტროლს და მას ფაქტიურად ჩამორთმეული აქვს უფლება დააყენოს არაერთიკური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა. პრეზიდენტი რომელიც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გარანტი ქვეყნის სწორი განვითარების და სწორი მიმართულებით წაყვანის. სწორედ ეს არის, რაც ხელს უშლის ,,ქართულ ოცნებას’’ სრულად მონოპოლიზაცია მოახდინოს ხელისუფლების ქვეყანაში და სრულად დაუქვემდებაროს სახელისუფლებო ვერტიკალი, სამივე შტო ერთი ადამიანის სურვილს. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი პარტიისთვის. ჩვენ პირიქით, მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომლის უფლება-მოსილებებიც მას მისცემს შესაძლებლობას სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში, რომელიც არაერთი ვნახეთ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის დროს, შეასრულოს ქვეყნის ნორმალური განვითარების კონსტიტუციური გარანტის როლი’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.