სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით იმსჯელებს.
განხილვის თემა იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას მხარს უჭერს და მათი შეთავაზებაა, რომ ამ წესით მომავალი არჩევნების შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.
გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი იქნება კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.