საპატრიარქოს ტელევიზიას დირექტორი ოფიციალურად შეეცვალა. საჯარო რეესტრმა არხის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შესახებ განაცხადზე წარმოება დაასრულა და დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე შპს ”საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების” დირექტორად დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ნაცვლად ტელევიზიის დირექტორად დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის რეგისტრაციის პროცესი 10 მარტს შეაჩერა. უწყებამ დაინტერესებულ პირებს წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ხარვეზი აღმოუჩინა და მის აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. თუმცა, 13 მარტს დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ კი, შპს ”საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების” დირექტორის ცვლილებაზე, ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილება წარადგინეს.
წმინდა სინოდის 9 მარტის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს, მის ნაცვლად კი ”ერთსულოვნების“ დირექტორად დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა.