გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი - ჩვენ, არასოდეს არ უნდა ვენდოთ რუსეთს

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი - ჩვენ, არასოდეს არ უნდა ვენდოთ რუსეთს

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ-მა სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს რუსეთის საფრთხე. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია NBC News იუწყება. 

„სერიოზულად უნდა მივიღოთ რუსეთის საფრთხე. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთს. ჩვენ, არასოდეს არ უნდა ვენდოთ რუსეთს“, - განუცხადა NBC News ნიკი ჰეილიმ.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელის ნიკი ჰეილის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში გაცილებით მკაცრია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, რომლის განცხადებით, მისი პრეზიდენტობისას რუსეთსა და აშშ-ს შესაძლოა უფრო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეთ. 

რუსეთთან მიმართებაში ამ კომენტარით ნიკი ჰეილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სპეცსამსახურების ორ ოფიცერს ბრალდება წაუყენა Yahoo-ზე განხორციელებულ კიბერშეტევების ორგანიზებაში. 

გასული წლის სექტემბერს Yahoo-მ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2014 წელს ჰაკერებმა მოახდინეს მათ ქსელში შეღწევა და 500 მილიონი მომხმარებლის მონაცემების მოპარვა. კომპანიის დასკვნით, აღნიშნული კიბერშეტევის უკან „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პირები“ იდგნენ.