საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ექსპერტს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში მოწვეულ ექსპერტს, ჯეფრი ჯოუელს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და კონსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
ექსპერტი კომისიას ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმების თაობაზე რეკომენდაციებს წარუდგენს.
ჯეფრი ჯოუელთან ერთად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, სხვა მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.