თეთრი სახლის ადმინისტრაცია დღეს უცხოური დახმარებების შემცირების წინადადებას წარადგენს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია დღეს უცხოური დახმარებების შემცირების წინადადებას წარადგენს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებისთვის ბიუჯეტში დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირების წინადადებას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფოქს ბიზნესს“ თეთრი სახლის საბიუჯეტო-ადმინისტრირების სამმართველოს ხელმძღვანელმა მიკ მალვანმა დაუდასტურა. 

„ვაპირებთ, უცხოური დახმარების შემცირების და ამ თანხების აქ დახარჯვის საკითხის ინიცირებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ წინადადება ითვალისწინებს საკმაოდ მნშვნელოვან შემცირებას უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით. მალვანის თქმით, გამოყოფილი თანხის შემცირება ტრამპის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, დაზოგოს სახსრები, რომლებიც აუცილებელია თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად. „არსი ძალიან მარტივია: რაც ნაკლები თანხა გაიგზავნება საზღვარგარეთ, მით მეტი დაიხარჯება აქ“, - აღნიშნა მალვანმა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ წინადადებას 16 მარტს გამოაქვეყნებს.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯების 54 მილიარდით გაზრდას და უცხოური დახმარებების ამდენივე მილიარდი დოლარით შემცირებას აპირებს.