არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.
მერაბ ღოღობერიძე საგამოძიებო ორგანოში უკვე იმყოფება და გამოძიების შეკითხვებს პასუხობს.
მერაბ ღოღობერიძეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო ბათუმში, 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ. თუმცა, ღოღობერიძე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოს და აღნიშნავს, რომ „აქციის ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი“ და თუ ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები, გაასაჯაროოს.