უნდა გვესმოდეს, რომ მოვყვებით სრულ იზოლაციაში, თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადავკვეთთ

უნდა გვესმოდეს, რომ მოვყვებით სრულ იზოლაციაში, თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადავკვეთთ

მოძრაობა „თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ევა გოცირიძის კრიტიკას ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქართველო მოყვება სრულ იზოლაციაში თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადაკვეთს.

„ეს არის არა მხოლოდ ევა გოცირიძის განცხადება, არამედ ჩვენ ვხედავთ მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლების განცხადებების მწკრივს, რომლებიც ფაქტიურად, ჯერ ერთი იტყუებიან იმიტომ, რომ იძახიან თითქოს აქ ვიღაცამ ქონება და აზრის გამოხატვა დააყენა საპირწონეზე, მეორე ის, რომ ფაქტიურად აკრიტიკებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაზეც კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ მთავრობისგან მკაფიო პოზიცია. არ შეიძლება ერთი დღე გამოდიოდნენ და იძახდნენ სხვას და მეორე დღეს სხვას. საუბარია იმაზე, რომ დემოკრატია ილახება ამ პროცესით და სასამართლომ რაღაც არასწორად გააკეთა. ეს არის პრინციპული საკითხი არამხოლოდ ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, არამედ საერთაშორისო პერსპექტივისთვის. ჩვენი ყველა მეგობარი წლების განმავლობაში გვაფრთხილებდა, რომ ეს არ გაგვეკეთებინა და მივიღეთ სილა სტრასბურგიდან. დღეს, ამ უგუნურ ხაზს ვაგრძელებთ, როდესაც მინისტრები და ევა გოცირიძე, ჩვენი კანდიდატი ფაქტიურად მუქარის გზავნილს აკეთებენ, რომ სტრასბურგი შეიძლება სხვანაირად მოხდეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.