ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქციაზე იყო ან აკვირდებოდა შესაძლებელია დაიკითხოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ განაცხადა.
როგორც ქათამიძე ამბობს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, 225-ე მუხლით - რომელიც მასობრივ არეულობას გულისხმობს და ასევე 353-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.
"როგორც გვითხრეს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით. 225-ე და 353-ე მუხლებით და მიმდინარეობს გამოძიება. ჯგუფია შექმნილი გამომძიებლების და დაკითხვის პროცესი ჩვენს იქ ყოფნის დროსაც მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანია დადგინდეს გარემოებები. ამ ეტაპისათვის, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, რაც შეეხება დაკითხულთა რაოდენობას ზუსტად ვერ გვითხრეს რადგან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკითხვა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა აქციაზე ან აკვირდებიდა შესაძლებელია დაიკითხოს და ამასთანავე თუ გამოიკვეთა ბრალი შესაძლებელია მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში", - აცხადებს ციალა ქათამიძე.