საფრანგეთის პროკურატურამ პრეზიდენტობის კანდიდატ ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ პრეზიდენტობის კანდიდატ ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ პრეზიდენტობის კანდიდატ ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო, - იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“. 
აქამდე გამოცემა Le Canard Enchaine ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობების შესრულებისას ემანუელ მაკრონმა ლას-ვეგასში ბიზნესმენებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, აღნიშნული მგზავრობის ხარჯებმა 380 ათასი ევრო შეადგინა. 
ამავდროულად, მთლიანი თანხა კომუნიკაციების სააგენტოს Havas გადაეცა, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებაში. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ტენდერის გამოცხადების პროცედურა არ იყო დაცული. 

თვითონ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა საორგანიზაციო საკითხების შესახებ.