უმრავლესობა მოისმენს პრეზიდენტის შენიშვნებს, თუმცა ვეტო დაძლევადია

უმრავლესობა მოისმენს პრეზიდენტის შენიშვნებს, თუმცა ვეტო დაძლევადია

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენებას გამოეხმაურა. 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვეტოს შემთხვევაში, უმრავლესობა მოისმენს პრეზიდენტის შენიშვნებს, თუმცა „ვეტო დაძლევადია“. 

„კანონპროექტზე დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა. ჯერ არ ვიცი, მოვისმინოთ პრეზიდენტის შენიშვნები, შეიძლება რაღაც გასათვალისწინებელი იყოს, თუმცა, ვეტო დაძლევადია და პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.