მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი:  უნდა მოხდეს სინოდის ბევრი წევრის დაკითხვა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი: უნდა მოხდეს სინოდის ბევრი წევრის დაკითხვა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების აზრით, გამოძიებამ წმინდა სინოდის წევრებიც უნდა დაკითხოს.

აღნიშნულის შესახებ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს .წ. მატროსოვის ციხესთან განუცხადა.

„უნდა მოხდეს სინდოდის ბევრი წევრის დაკითხვა“, - განაცხადა რამიშვილმა.

რაც შეეხება ციანიდის შეძენას, ადვოკატის თქმით, საუბარი, რომ ვინმეს დეკანოზისთვის ციანიდის შესაძენად თანხა უნდა გადმოეგზავნა, აბსურდულია.

მისივე განცხადებით, გიორგი მამალაძემ მართლაც აიღო გარკვეული რაოდენობის კრედიტი, რომელიც, მისი თქმით, დეკანოზს გერმანიაში გასამგზავრებლად სჭირდებოდა, თუმცა კითხვაზე, რაში დასჭირდა დეკანოზს 30 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამგზავრების წინ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ „კრედიტის აღება დანაშაული არ არის“.

“საუბარი იმაზე, რომ ვინმეს უნდა გადმოეგზავნა ფული და შემდეგ მოხდებოდა ციანიდის შეძენა, სრული აბსურდია. ადამიანმა კრედიტი აიღო, იყო წასასვლელი თანხა, კრედიტის აღება დანაშაული არ არის”, - აღნიშნა რამიშვილმა.

ე. წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, რომელზეც შესვენება იყო გამოცხადებული, ამ დროისთვის განახლდა.