კარი ღიაა და პრეზიდენტს შეუძლია შემოუერთდეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს

კარი ღიაა და პრეზიდენტს შეუძლია შემოუერთდეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მონაწილეობა სურს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის კარი მისთვის დღემდე ღიაა.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" დაწყების შეფასებისას განუცხადა.

„მე მქონდა ერთი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით - სურს თუ არა პრეზიდენტს, რეალურად მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში და დღეს ჩემთვის ამ შეკითხვაზე პასუხის არის ნათელი - მას სურს მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, კომისიის კარი დღესაც არის ღია და მას ან მის წარმომადგენელს შეუძლია, შემოუერთდეს ამ პროცესს. როდესაც ვსაუბრობთ საჯარო განხილვებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო განხილვები კომისიის მიერ იმთავითვე იქნა დაგეგმილი. აპრილში, როდესაც კონსტიტუციის პროექტი იქნება მზად, დაიწყება საჯარო განხილვა, რომელში მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.