ნაძალადევში ისაკიანის, ნუშისა და ავშნის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევში ისაკიანის, ნუშისა და ავშნის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ისაკიანის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ნუშისა და ავშნის ქუჩების კანალიზაციის ქსელის დაერთებას ცენტრალურ სისტემაზე. ისაკიანის ქუჩაზე 72 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა ახალი მილები და დამონტაჟდება 4 ჭა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

კანალიზაციის ახალი ქსელის მოსახლეობამდე მიყვანა უკვე დასრულდა ნუშის ქუჩაზე. სისტემა მოეწყო დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე. ხვალიდან დაერთების სამუშაოები გაგრძელდება ავშნის ქუჩაზე. სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 259 508 ლარია.

კანალიზაციის სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ ნუშისა და ავშნის ქუჩებზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.