ზვიად კვაჭანტირაძემ ისრაელის წამყვან პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართა

ზვიად კვაჭანტირაძემ ისრაელის წამყვან პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ისრაელის ქნესეტის მიწვევით იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო დიასპორულკონფერენციაში მონაწილეობს.

ამასთან ერთად მან გამართა პირისპირ შეხვედრები ისრაელის  ქნესეთის და მთავრობის რიგ წევრებთან. შეხვედრების დროს საუბრების მთავარი თემა იყო ორ ქვეყანასშორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა. საუბრები შეეხო ასევე სამუშაო კვოტების საკითხს, რაზეც ისრაელისმთავრობა აპირებს თანამშრომლობის გააქტიურებას.

შეხვედრები (თანმიმდევრობით) შედგა ისრაელის ქნესეტის თავმჯდომარესთან იული ედელშტეინთან (Yuli Edelstein),  მმართველი პარტიის"ლიკუდის" საპარლამენტო კოალიციის თავმჯდომარესთან   დავიდ ბიტანთან ( David Bitan), საგარეო და თავდაცვის საქმეთა ქნესეთის კომიტეტის თავმჯდომარესთან ავი დიხტერთან (Avi Dichter), შინაგან საქმეთა მინისტრთან არიე დევისთან (Arieh Deri),  მეცნიერების, ტექნოლოგიების და კოსმოსის მინისტრთან ოფირ აკუნისთან (Ofir Akunis), გარემოს დაცვის, იერუსალიმისა და მემკვიდრეობისსაქმეთა მინისტრთან ზეევ ელკინთან (Zeev Elkin), საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ციპი ხოტოველთან (Tzipi Hotovely). თელ ავივში, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრასაქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც შრომით მიგრანტთა  ჯგუფს წარმოადგენდნენ.

კონფერენციაში და შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთაკომიტეტის წევრი შოთა შალელაშვილი.