ის მესიჯები, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში გაჟღერდა, ჩემთვის კარგად მოსასმენი იყო

ის მესიჯები, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში გაჟღერდა, ჩემთვის კარგად მოსასმენი იყო

ის მესიჯები, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში გაჟღერდა, ჩემთვის კარგად მოსასმენი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხდა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი საკონსტიტუციო კომისიის მომდევნო სხდომას პრეზიდენტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არ არის ალტერნატიული პროცესი და ამ პროცესის მიზანი არ არის ალტერნატიული პროექტის შექმნა. ეს ემსახურება იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის სახით მიმდინარეობს. ეს თუ ასეა, მე ამას მივესალმები. მინდა მართლა დავუჯერო პრეზიდენტის ამ სიტყვებს და ამ პოზიციას ასეთი გულწრფელობით. პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იქნება, თუ მისი წარმომადგენლები მომდევნო სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში ჩატარდება, დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ კომისიის საქმიანობაში. ვფიქრობ, მთლიანობაში ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვან პროცესს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

იმისთვის, რომ კონსტიტუცია ვაქციოთ თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფი კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არის კონსტიტუცია და ყველამ იცის, რომ ყველა სხვა კანონმდებლობა სწორედ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს.