ადვოკატი გიორგი ფანცულაია მოითხოვს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გასაჯაროვდეს

ადვოკატი გიორგი ფანცულაია მოითხოვს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გასაჯაროვდეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე რატომ საუბრობს მრავლობითში, ასევე ის, თუ რატომ საუბრობს ”მარილზე გაშვებაზე”, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს და ყველა კითხვაზე პასუხი არის გაცემული, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ის კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ გასაჯაროვდეს საგამოძიებო უწყების მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, რადგან პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.

” მამა გიორგი მამალაძემ როდესაც ჩვენება მისცა, კითხვა იყო დასმული თუ ვის გულისხმობდა აუდიოჩანაწერში, როდესაც ამბობდა ტკბილეულს არ ჭამდა, რომელზეც პასუხი გაეცა. ასევე დაკითხვის დროს, შეკითხვა იყო დასმული თუ ვისზე საუბრობდა ის მრავლობითში. მე მოვითხოვ, რომ ან გამოძიებამ გაასაჯაროოს მამა გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება. თუმცა, ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, დაკითხვა, რომელიც 13 მარტს, 10:00 საათიდან გაგრძელდება საკმაოდ მოცულობითი იქნება და ვვარაუდობთ, რომ მთელი დღე გაგრძელდება. მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიების კითხვებს სრულად უპასუხებს.

”მამა გიორგი მამალაძემ პირველი დაკითხვის დროს უშუალოდ მის მიმართ წაყენებულ ბრალზე ისაუბრა და ყველა კითხვას გასცა პასუხი. დამატებითი კითხვები დარჩენილია ისეთ თემებზე, თუ რატომ აღმოჩნდა მამა გიორგი მამალაძე ამ მდგომარეობაში და რატომ დაუპირისპირდა მას სისტემა”, - განაცხადა ადვოკატმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მხოლოდ მისი ორი უფლებადამცველი გიორგი ფანცუალაია და მია ზოიძე არიან შესულები.