რასაც საკონსტიტუციო კომისია მოსახლეობას სთავაზობს, არის ვერსია, რომელიც რეალურად ქვეყანაში კრიზისს შექმნის

რასაც საკონსტიტუციო კომისია მოსახლეობას სთავაზობს, არის ვერსია, რომელიც რეალურად ქვეყანაში კრიზისს შექმნის

ის, რასაც საკონსტიტუციო კომისია სთავაზობს მოსახლეობას, არის ვერსია, რომელიც რეალურად კრიზისს შექმნის ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

”ყველაზე მეტი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის უფლებების გარეშე დატოვება არის კრიზისის შექმნა ქვეყანაში, ეს ვერსია სრულიად მიუღებელია. პრეზიდენტთან დღეს უნდა ვიმსჯელოთ გონივრულ გამოსავალზე, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ყველაზე ჭკვიანური და ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის წევრები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.