ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში

ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს  მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი საქართველოში  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუდ  შეხვდა.

 მხარეებმა  განიხილეს   სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში  მიმდინარე პროექტები, მათი სამომავლო შედეგები  და მიზნები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი და ნატოს სამეკავშირეო  ოფისის წარმომადგენლობა რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს.

შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ  საქართველოში  ნატო-ს სამეკავშირო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი დოქტორ თორსთენ  დერიკი, მრჩეველი  კრისტიან კოკვიკი,მერი გაბაშვილი, ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი,  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ქავთარაძე,ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია,ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი  მრჩეველი გრიგოლ მოდებაძე.