თუ პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვის სურვილი აქვს, შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს

თუ პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვის სურვილი აქვს, შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუკი პრეზიდენტს სურვილი აქვს ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმრვალესობის წევრები პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრებიან, რადგან პარლამენტში, სესიაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტებია განსახილველი.

„დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად დაემთხვა სესიას. ბუნებრივია, უმრავლესობის წევრები ვერ გავაცდენთ სესიას. დღეს მნიშვნელოვანი კანონპროექტები განიხილება. რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საკონსტიტუკიო კომისიის კარი დღესაც ღიაა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც ერთი ოფიციალური მოთხოვნა და წერილი პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არ ყოფილა გაკეთებული, რომ პრეზიდენტს სურს ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში . შესაბამისად, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი ჩაერთოს კომისიის მუშაობაში, კარი ღია არის და შეუძლია გამოხატოს ეს სურვილი და მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძეს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური ცვლილებების საკითხზე დღეიდან კამპანიას და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.