საკონსტიტუციო რეფორმასათან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს და პროცესს ადგილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში

საკონსტიტუციო რეფორმასათან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს და პროცესს ადგილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს და პროცესს მხოლოდ და მხოლოდ ადგილი აქვს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით თალაკვაძე დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის წევრების მიწვევის საკითხს გამოეხმაურა.

,,საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს და პროცესს ადგილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამუშაო პროცესი ვიდრე პროექტი მომზადდება მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის შიგნით განიხილება და გადავა საჯარო განხილვების ეტაპზე. საჯარო განხილვების ეტაპზე უკვე მზად ვართ ნებიმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვიყოთ დიალოგის და განხილვის ფორმატში და ეს მოხდება უკვე აპრილის თვიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.