უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე წარადგინეს

უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე წარადგინეს

უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძეა წარდგენილი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და მალაიზიაში საქართველოს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა. 
”უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილია გელა დუმბაძის კანდიდატურა. 2014 - 2016 წლებში იკავებდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას. 2017 წლის იანვრიდან დღემდე არის საგანგებო დავალებათა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 
უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას ამ დროისთვის მიხეილ უკლება იკავებს.