ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. 

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად დეკანოზის მზადყოფნისა, პროკურატურა დაცვის მხარეს მტკიცებულებების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ არ დაკავშირებია, შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას თუ როდის გაგრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა. 

”არანაირი ინფორმაცია არ მაქვს განახლდება თუ არა დაკითხვა. მას შემდეგ რაც მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა პროკურატურამ, მათგან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება როგორც პროკურორმა გამოაცხადა, უზრუნველყოფილია. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ თუ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, მამა გიორგი დაკითხვის გაგრძელებისთვის მზად იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით და მზაობას გამოვთქვამთ დაკითხვის გაგრძელებისთვის”, -განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.