მამუკა მდინარაძე - პარლამეტის წევრები პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე

მამუკა მდინარაძე - პარლამეტის წევრები პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე

პრეზიდენტი სამწუხაროდ, კვლავ აგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დისკრედიტაციას, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამეტის წევრები დღეს პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა „პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე“.

„ამჯერად პრეზიდენტმა გადაწყვიტა სახალხო განხილვა და პარლამენტარების მიწვევა. იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ ასეთ განხილვებს აქვს კანონით გაწერილი დრო. პარლამეტის წევრები პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე. შეუძლებელია გამორჩენოდათ, პარასკევს რომ სხდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს როგორც წინა შემთხვევის დროს, როდესაც კომიტეტის სხდომების მიუხედავად, განცხადებებს ავრცელებდნენ ფრაქციებს უნდა შევხვდეთო. სწორედ ესაა უპატივცემულობა, რაც არ ჯდება არც ერთი მოქალაქის ინტერესში. მიუხედავად ასეთი გამოხტომებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას კომისიის ფარგლებში და დავდებთ ისტორიულ შედეგს ახალი, გამართული კონსტიტუციის სახით, პრეზიდენტი კი,როგორც ჩანს, გააგრელებს მსგავსი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პროცესს ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეუნი არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.