დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ძალიან ცუდი იყო, როდესაც საზოგადოებას დავანახეთ, რომ ჩვენში ერთობა არ იყო და ერთმანეთს ვებრძვით

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ძალიან ცუდი იყო, როდესაც საზოგადოებას დავანახეთ, რომ ჩვენში ერთობა არ იყო და ერთმანეთს ვებრძვით

ძალიან ცუდი იყო, როდესაც საზოგადოებას დავანახეთ, რომ ჩვენში ერთობა არ იყო და რომ ერთმანეთს ვებრძვით, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” დეკანოზმა, თეოდორე გიგნაძემ განაცხადა. 

დეკანოზის თქმით, ადამიანმა თავისი პოზიცია უნდა დაიცვას, თუმცა, ამით ზიანი არ უნდა მიადგეს ეკლესიას. ”პალიტრანიუსთან” საუბრისას დეკანოზი ყურადღებას, მორჩილებაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ სასულიერი პირები აუცილებლად უნდა დაემორჩილონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. 

”ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის ცოტა სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, რადგან ამან ძალიან ცუდად გამოჟონა. ძალიან ცუდი იყო, როდესაც საზოგადოებას დავანახეთ, რომ ჩვენში ერთობა არ იყო და რომ ერთმანეთს ვებრძვით. ეს ძალიან ცუდია. არსებობს კითხვები თუ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალ ეს არ მოხდეს, რა მიზეზები არსებობდა, რადგან უმიზეზოდ არაფერი ხდება. 

მე ვფიქრობ, ადამიანი უნდა ეცადოს თავისი სიმართლის, თავისი პოზიციების დაცვას, მაგრამ არ უნდა დაანგრიოს ის სტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში ეკლესიას აზიანებს. მაგალითად, არ უნდა ეცადოს კვლავ იყოს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი, თუ სინოდის განჩინებამ თქვა, რომ ის აღარ უნდა იყოს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი”, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.