დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. 

„ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ხელმეორედ დანიშნეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ, დაძლიეს რა პოლონეთის წინააღმდეგობა“, - წერს სააგენტო. 

ცნობილია, რომ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ.

4 მარტს პოლონეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა წარადგინა, რის გამოც ის პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ რიგებიდან გარიცხეს. ავტომატურად, ის გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც.