საქართველოს მთავარი პროკურორი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილესთან გიორგი გოგაძესთან ერთად საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება იგორ დოლგოვი შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პროკურატურაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია  და უკრაინელი კოლეგებისთვის ქართული  გამოცდილების გაზიარების შესახებ გამოხატა მზაობა. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა უახლოეს მომავალში ორივე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების პირველ პირებს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას  გაუსვეს ხაზი.